ახალი ამბები, ანალიტიკა | გვერდი 9

დაბალსართულიან კომპლექსებში ცხოვრების უპირატესობა

დაბალსართულიან კომპლექსებში ცხოვრების უპირატესობა

ახალი, მაღალსართულიანი ნაგებობები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ურბანულ გარემოში - ისინი მთელი უბნის იერსახეს ცვლიან, თითქოს გაბატონებულან ადგილას, სადაც ძველი შენობები დგას და ამაყად გადმოჰყურებენ მათ. ერთმანეთის სიახლოვეს განლაგებული, სიმწვანე დაკარგული ეზოები გამოსავალს ეძებენ, სიმწვანეებს კი მწვანე არქიტექტურის სახით, შენობის კედლებზე გადაუნაცვლებიათ.

იქ, სადაც ფეხით ცაში ადიხარ – ერთი ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი ემოცია

იქ, სადაც ფეხით ცაში ადიხარ – ერთი ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი ემოცია

რაჭიდან დაბრუნებულს, ნაქერალას უღელტეხილზე, "ცხრაჯვარის" გადასახვევი შეგვხვდა. მოულოდნელად გადავწვიტეთ გადაგვეხვია და ორი ისტორიული მხარის, იმერეთისა და რაჭის საზღვარზე მდებარე ადგილის დათვალიერებით დავმტკბარიყავით, საიდანაც დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები იშლება. სამანქანო გზით, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც გააკეთეს, ყოფილი ტყიბული-ცხრაჯვარის საბაგირომდე ხვდებით. მისი დანახვისას სინანულის გრძნობა გეუფლებათ, თუ რა საჭირო და აუცილებელი ობიექტია გავერანებული.

ახალი საცხოვრებლის მოლოდინში – როგორ ავირიდოთ თავიდან საბედისწერო შეცდომა

ახალი საცხოვრებლის მოლოდინში – როგორ ავირიდოთ თავიდან საბედისწერო შეცდომა

თბილისში სამშენებლო ბუმის შესაბამისად, დიდია უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობაც. მოქალაქეები უძრავ ქონებას წლების დანაზოგით, გაფართოების ან ინვესტიციის მიზნით, აქტიურად ყიდულობენ. უამრავი ადამიანი ელოდება ბინას, რომელშიც თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს და ახალ საცხოვრებელში გადასასვლელად ემზადება.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან

თანამედროვე საქართველოში მაღალსართულიანი შენობები ურბანიზაციის შემადგენელ ნაწილად იქცა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. დღევანდელი დედაქალაქის მჭიდრო დასახლებებში საზოგადოების მხრიდან სტრესი და შფოთვა იმატებს. შესაბამისად ვინც საცხოვრებელი ფართის შეძენას გეგმავს, ხშირ შემთხვევაში უპირატესობას თბილისში ან მის შემოგარენში, მშვიდ გარემოში არსებულ პროექტებს და დაბალ განაშენინებას ანიჭებს.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, შუაგულ კახეთში, ტბის გარშემო გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებით გარშემორტყმული, 60 ჰექტარზე განლაგებული „ლოპოტა სპა რეზორტი“-ის ისტორია 2008 წლიდან იწყება. კახეთის ერთ-ერთი მივიწყებულ ტბაზე გაშენებული 7 ოთახი, ნაბიჯ-ნაბიჯ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ სივრცედ და ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა.

ბეტონის კედლებს ამოფარებული სპორტის სასახლე

ბეტონის კედლებს ამოფარებული სპორტის სასახლე

საქართველოს დიდ ქალაქებში, ქაოტური განაშენიანების ბუმი 2000 წლიდან იწყება. შენობების ისტორიული ნაწილის ნგრევა ან ფასადის ევრორემონტი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი ფაქტები გახდა, ამას მოჰყვა რეკრეაციული სივრცეების განადგურება და ბეტონის ფილებით ჩანაცვლება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

ბევრი გვისაუბრია თბილისის ძველ უბნებზე, რომლებიც თანამედროვე ცათამბჯენებმა მოიცვა, ასევე იმაზე თუ როგორ იცვალა ერთ დროს დაბალი განაშენიანებით გამორჩეულმა ქუჩებმა ფერი. დეველოპერებს გეზი საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილებისკენ აქვთ. შესაბამისად კონკურენციაც მაღალია ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოების მოთხოვნა უძრავ ქონებაზე დღითიდღე მზარდია.

ნარიყალას ციხესიმაგრე – წარსულის, აწმყოსა და მომავალის უწყვეტი ხაზი

ნარიყალას ციხესიმაგრე – წარსულის, აწმყოსა და მომავალის უწყვეტი ხაზი

ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ მდებარეობითა და იერსახით არ გამორჩება არც ქალაქის სტუმარსა და არც მასპინძელს. ის ყველა თბილისის ხედის ფოტოსურთში იქცევს ყურადღებას თავისი იერსახით, ამაყად გადმოყურებს თბილისს, რადგან წლების განმავლობაში იცავდა მის მკვიდრთ მტრების შემოსევებისა და აწიოკებისაგან. მისი არქიტექტურაც ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეა არსებულ ლანდშაფტთან შერწყმული, სწორი კუთხისა და რაკურსის მიგნებით, როგორც იქმნებოდა უამრავი და განუმეორებელი ქართული არქიტექტურა.

გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია ზღვისპირა ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ბუმი

გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია ზღვისპირა ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ბუმი

„განახლებული რეგიონები” - ოთხ წელზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეგიონების განახლებას ისახავს მიზნად. პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროგრამის წყალობით, 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენა, რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა განხორციელდებოდა.