წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
სატრანსპორტო კოლაფსი, შეწუხებული მოსახლეობა, წვიმიან ამინდებში ფეხით გადაადგილება კი განსაკუთრებით გაუსაძლისი, მტვერი, დაბინძურებული ჰაერი, რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ორმოში ჩავარდნილი ადამიანი, დაზიანებული ავტომობილები, გამსკდარი წყლის მილები, კონტრაქტორ კომპანიებთან შეწყვეტილი ხელშეკრულებები - დიახ, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამზირია, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და შედეგად მთელი თბილისი პარალიზებული იყო.








