დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, შუაგულ კახეთში, ტბის გარშემო გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებით გარშემორტყმული, 60 ჰექტარზე განლაგებული „ლოპოტა სპა რეზორტი“-ის ისტორია 2008 წლიდან იწყება. კახეთის ერთ-ერთი მივიწყებულ ტბაზე გაშენებული 7 ოთახი, ნაბიჯ-ნაბიჯ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ სივრცედ და ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

ყველაფერი 16 წლის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც კახეთის ერთ-ერთ მივიწყებულ ტბასთან სასტუმროს აშენება ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმროთი დაწყებული ისტორია, რომელიც მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად არის აღიარებული. ლოპოტას დამფუძნებელმა გოგა მაისურაძემ სასტუმრო ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ აქცია – პრემიუმ ხარისხის სერვისით და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, 232 ნომრით, მრავალგვარი გამაჯანსაღებელი ობიექტებით, სპორტული დარბაზებით, სპა ცენტრებით, რესტორნებით, ცხენებითა და ვენახებით.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა – ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის. აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას – ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისათვის. აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

„ლოპოტა სპა რეზორტზე” 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. კომპანია მიმდინარე წელს, ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეებზეც მუშაობს.

საზაფხულო სამზადისზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქევანიშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კურორტი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსების კუთხით, სტუმრების დასახვედრად მზადაა.

“მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით გარკვეული ჩავარდნები გვქონდა, წლევანდელი მოლოდინები ნამდვილად იმედის მომცემია. 2024 წლის I კვარტალში დინამიკა უკვე არის პოზიტიური და მზარდი. ველოდებით ზაფხულის სეზონს და მზად ვართ, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსის კუთხით”, – ამბობს ქევანიშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

“ლოპოტა” დამსვენებლებს 1 ივნისიდან ახალ, 80-ნომრიან სასტუმროს შესთავაზებს, თუმცა ეს ერთადერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ იქნება, რომლის გახსნაც კურორტზე ზაფხულის პირველივე დღეს იგეგმება.

“სიახლეები ძალიან ბევრი გვაქვს. 1 ივნისიდან ახალ, რიგით მე-16 სასტუმროს ვხსნით, რომელიც მაღალი, პრემიუმ კატეგორიის დამატებით 80 ნომრით იქნება დაკომპლექტებული. სასტუმროს ექნება 35-მეტრიანი აუზი, ბუნგალო და ა.შ. გარდა ამისა, “ლოპოტაზე” სრულიად განსხვავებული ტიპის აკვაპარკი ეწყობა, არა ისეთი, როგორსაც შეჩვეულები ვართ, არამედ, ეს იქნება, სრულიად უნიკალური, ენდემური ჯიშებისგან გაშენებულ ტყეში ჩაფლული მწვანე აკვაპარკი”, – აღნიშნავს “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან ერთად, კურორტზე, 1 ივნისიდან ჯაზკლუბი გაიხსნება – საღონისძიებო სივრცის აკუსტიკაზე საერთაშორისო დონის სპეციალისტებმა იმუშავეს. თითოეული ამ პროექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები კი უკვე დასრულებულია.

“ლოპოტა სპა რეზორტის” დასასვენებელი კომპლექსი საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

რეზორტის განუყოფელი ნაწილია შატო ბუერა და მისი მეღვინეობა, რომელიც გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის – გაშლილი ვენახების და რენესანსის სტილის ზღაპრული სასახლის თანხვედრით, თანამედროვეობისა და ღვინის უძველესი ტრადიციების შერწყმით. შატო ბუერას მეღვინეობა 2018 წელს, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გოგა მაისურაძემ დააარსა.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

XIX საუკუნეში ლოპოტას ხეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულად მიიჩნეოდა, რომელიც იმ დროისთვის ვარდის პლანტაციებით იყო განთქმული. მოგვიანებით, ტერიტორია რომანოვების საუფლისწულო მამულად ქცეულა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პირველი ვარდის ზეთის საწარმო შეიქმნა. მიკროზონისა და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, ლოპოტას პარფიუმერულმა ზეთმა პარიზის სუნამოების გამოფენაზე უდიდესი შეფასება მიიღო. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ზეთის საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება და მიტოვებულ შენობად იქცა. თანამედროვე ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია ვარდების ახალი პლანტაციების გაშენებაც.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია
„ლოპოტა სპა რეზორტი“ – შვიდი ოთახიდან დაწყებული ისტორია

2010 წელს „ლოპოტა რეზორტის“ ტბა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ აკურთხა. ამ დღეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტბას ილია II-ის სახელი ეწოდა.