ბევრი გვისაუბრია თბილისის ძველ უბნებზე, რომლებიც თანამედროვე ცათამბჯენებმა მოიცვა, ასევე იმაზე თუ როგორ იცვალა ერთ დროს დაბალი განაშენიანებით გამორჩეულმა ქუჩებმა ფერი. დეველოპერებს გეზი საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილებისკენ აქვთ. შესაბამისად კონკურენციაც მაღალია ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოების მოთხოვნა უძრავ ქონებაზე დღითიდღე მზარდია.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

ამჯერად kalaki.ge თანამედროვე ისნის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ხალხმრავალი რაიონია. აქ ბოლო წლებში სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ აშენდა და კვლავაც სწრაფი ტემპით შენდება მრავალსართულიანი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრები თუ სხვა სახის ნაგებობები.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

წარმოგიდგენთ ისანი-სამგორის რაიონში, კვადრატული მეტრი ფასის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებულ 5 მიმდინარე მშენებლობას.

Avlabari by Index – პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში – ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩის N23-ში მდებარეობს. მშენებლობა 8,000 მ2-ზე მიმდინარეობს, ხოლო საცხოვრებელი კორპუსი განლაგებულია 4,000 მ2-ზე. პროექტი ჯამში 20 სართულს მოიცავს. პირველ 2 სართულზე კომერციული ფართები განთავსდება, მინუს 3 სართულზე კი საპარკინგე სივრცე იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სკვერი და საბავშვო ზონა. პროექტი 2026 წელს სრულდება.
Avlabari by Index-ს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. ძველ თბილისზე ხედებით და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით შენობაშივე განთავსდება ჰიპერმარკეტი და სავარჯიშო დარბაზი.

პროექტში შემავალი ბინების მოცულობა 33 მ² -დან იწყება და როგორც დეველოპერი გვპირდება, უმეტესი მათგანი ქალაქზე ხედებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაყიდვაშია ბინა-სტუდიო, 1-ოთახიანი, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინა. საცხოვრებელ კორპუსში კავდრატული მეტრის ფასი $1 500-დან იწყება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

მორიგი ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი – RIVER GATE, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ოლიმპიკის“ უკან შენდება.

პროექტი განთავსებულია 11 888.0 კვ.მ-ზე და მოიცავს 2-ბლოკიან საცხოვრებელ კომპლექსს. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: 5160 კვ.მ. შიდა ეზო და სარეკრიაციო ზონა; საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები; 98 დახურული და 68 ღია ავტოსადგომი.

10-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მომავალ მაცხოვრებელს ბინების დიდ და მრავალფეროვან არჩევას სთავაზობს. ის მოიცავს სტუდიოს ტიპის ბინებს; კომპაქტურ ბინებს და დიდ აპარტამენტებს. აქ ეარმოდგენილი ბინების ფართი 27,2-დან 198,1 მ2-მდე მერყეობს. საცხოვრებელ კომპლექსში ბინების კვადრატული მეტრის ფასი $1 600-დან იწყება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

City Home ავლაბარი არის საცხოვრებელი კომპლექსი “ანაგი დეველოპმენტისგან”, რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში, ისნის რაიონში, ბოჭორმის N27-ში. კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ტურისტულ ზონაში.

City Home ავლაბარი 11 სართულს მოიცავს, სადაც 52 სხვადასხვა ზომის საცხოვრებელ აპარტამენტია განთავსებული, 37.8მ2-დან 286.6მ2-მდე ფართობით. კომპლექსში City Home ავლაბარის აპარტამენტები მომხმარებელს თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება. პროექტის დასრულების ვადად 2025 წლის მარტია გათვალისწინებული.

City Home ავლაბარი მოიცავს: გამწვანებულ ტერიტორიას, კომერციულ ფართს, ფიტნეს ცენტრს, საბავშვო მოედანს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს.

საცხოვრებელ კომპლექსში კვადრატული მეტრის ფასი $1 850-დან იწყება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

მორიგი საცხოვრებელი პროექტი Niabi by Index-ი გახლავთ. მისი მშენებლობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის უკან, ნიაბის ქუჩის N4-ში მიმდინარეობს.

5-სართულიანი კომპლექსი – Niabi by Index, დიდი და გამწვანებული აივნებით იქნება წარმოდგენილი. პროექტში გათვალისწინებულია, როგორც მიწისქვეშა პარკინგი, ასევე გამწვანებული ეზო და სარეკრეაციო ზონები.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსის ეზოსა და შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო სივრცეები, რაც აქტიური სოციალური ცხოვრების საშუალებას იძლევა. Niabi by Index-ის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით. პროექტი 2025 წელს სრულდება.

Niabi by Index გამოირჩევა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ძველ თბილისზე ხედებით და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით. შენობაშივე განთავსდება საერთო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი და სპა.

Niabi by Index-ში გაყიდვაშია ბინა-სტუდიო, 1 ოთახიანი და 2 ოთახიანი ბინები. პროექტში შემავალი ბინების მოცულობა 33,8–დან 182,7 მ2 -მდეა. კვადრატული მეტრის ფასი კი $1 895-დან იწყება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში

და ბოლოს, Avlabari Plaza საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ისნის რაიონში, ავლაბრის მეტროდან 150 მეტრში, ლადო მესხიშვილის ქუჩის N20-ში მდებარეობს. ავლაბარი პლაზადან 7 წუთში, სხვადასხვა ტურისტული ზონებია განლაგებული. „ავლაბარი პლაზა“-დან ხედები იშლება სამებაზე, მთაწმინდაზე, თბილისის მთებზე და ძველ ქალაქზე.

დეველოპერული პროექტი შედგება 5 სართულისაგან, რომელიც აპარტამენტებითა და კომერციული ფართებით არის ათვისებული. პროექტი, რომელიც A და B ბლოკებად არის დაყოფილი, მომხმარებელს 2024 წლის მაისში, თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება.

“ავლაბარი პლაზაში” წარმოდგენილი ბინების ფართები 47 -დან 75 მ2 -მდეა, კვადრატული მეტრის ფასი კი $2 380-დან იწყება.

5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში
5 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე მშენებლობა ისნის რაიონში