თანამედროვე საქართველოში მაღალსართულიანი შენობები ურბანიზაციის შემადგენელ ნაწილად იქცა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. დღევანდელი დედაქალაქის მჭიდრო დასახლებებში საზოგადოების მხრიდან სტრესი და შფოთვა იმატებს. შესაბამისად ვინც საცხოვრებელი ფართის შეძენას გეგმავს, ხშირ შემთხვევაში უპირატესობას თბილისში ან მის შემოგარენში, მშვიდ გარემოში არსებულ პროექტებს და დაბალ განაშენინებას ანიჭებს.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, თბილისში ბინის შეძენისას პრიორიტეტი უკვე ისეთ პროექტებს ენიჭებათ, სადაც დასახლების უმეტეს ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები და დასასვენებელი სივრცეებია მოწყობილი. ამგვარი კომპლექსები კი უფრო ხშირად დედაქალაქის შემოგარენში ვითარდება. ასეთ პროექტებში გათვალისწინებულია დაბალსართულიანი საცხოვრებლი პროექტები, რომლებიც ორგანულად ერწყმის კონკრეტული ტერიტორიის ლანდშაფტს და ჩაფლულია მწვანე ნარგავებში. ასეთი გარემო ქმნის სიმშვიდის, სიმყუდროვისა და დაცულობის განცდას.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან

ყველას მოეხსენება თუ დღეს, რამდენად მწვავედ დგას თბილისში ურბანიზაციის საკითხი, რაც ავტომატურად ქმნის ბუნებრივ მოთხოვნილებას და უფრო მეტი ოჯახი გამოთქვამს სურვილს, რომ საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდეს, თუმცა ამავე დროს ურბანული განვითარების ტემპს არ ჩამორჩეს.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან

ზუსტად ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კომერციული უძრავი ქონების სააგენტო Colliers International Georgia ახალ მიმართულებას ახორციელებს, სახელწოდებით – „სუბურბანი“, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი და სააგარაკე უბნების შექმნას თბილისსა და მის შემოგარენში.

თიბისის მხარდაჭერით, „კოლიერსი“ საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. სუბურბანი „კოლიერსის“ საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამასთანავე, სუბურბანის კონცეფცია თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს ერგება და სტანდარტად ქცეული ინფრასტრუქტურის შექმნას სცდება. პროექტებში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისებიც ინერგება.

სუბურბან საგურამო 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთს და 8000 კვ.მ-ზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას აერთიანებს. სუბურბან ლისი კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და 9300 კვ.მ ფართობის რეკრეაციულ ზონას მოიცავს.

“კოლიერსმა“ სოციალიზაციისა და დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო სივრცეებზეც იზრუნა. დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ კომპონენტს – როგორც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ წინაპირობას. სუბურბანის მიზანია მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საერთო, მწვანე სივრცეებში, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარკების მოწყობასა და მათში მრავალფეროვანი შესაძლებლობებს გაჩენაზე.

სუბურბანის ძირითადი გამოწვევა ლოკაციისა და კონტექსტის შესაბამისი სერვისების დანერგვა იყო. სწორედ ამიტომ, „კოლიერსმა“ პროექტებში „ქარის“ საზიარო ელექტროტრანსპორტი და „ვიჰოსთის“ მოვლა-პატრონობის სერვისები დანერგა.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან სუბურბან საგურამო
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან სუბურბან ლისი

სუბურბანის საცხოვრებელ უბნებში მშენებლობა გარკვეული სამშენებლო პარამეტრებით რეგულირდება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ქმნის სოლიდარულ უბანს, ერთიანი, თუმცა არა ერთნაირი ვიზუალით.

„Colliers-ის სუბურბანული პროექტების ძირითადი კონცეფცია სამ კომპონენტზე დგას: სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მეტი ფოკუსი სპორტულ და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებზე და ბაზარზე არსებულ, გამოცდილ კომპანიებთან კოლაბორაციით თანამედროვე სერვისების დანერგვა. „კოლიერსში“ წლების განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება, რამაც დაგვანახა რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს და რა გამოწვევების წინაშეა ურბანული დეველოპმენტები დღეს. მისასალმებელია, რომ თიბისი ბანკმა სწორად დაინახა ჩვენი საცხოვრებელი უბნების ღირებულება და მისი სრული მხარდაჭერით ხორციელდება ორივე პროექტი – საგურამოში და ლისის ტბასთან.“ – აცხადებს ირაკლი კილაურიძე, „კოლიერსის“ მმართველი პარტნიორი.

სუბურბან ლისი

“სუბურბან ლისი” – ახალი საცხოვრებელი უბანი ლისის ტბასთან ახლოს, 800 მეტრის მანძილზე შენდება. პროექტი მიზნად ისახავს მომხმარებელს მისცეს თავისუფლება საკუთარი სახლების დაპროექტებისას ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ერთიანი სტილი. ვიზუალური იერსახე მშენებლობის წინასწარ გაწერილი წესებით დარეგულირდება. უბანი მოიცავს 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და ცენტრალურ პარკს, რომელიც რეკრეაციულ, მოსასვენებელ და სოციალიზაციის სივრცეებს აერთიანებს. 9,300 კვ.მ გამწვანებულ ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ჩოგბურთის კორტი და სოციალიზაციის სხვა სივრცეები.

პროექტის თითოეულ მიწის ნაკვეთამდე მიყვანილი იქნება კომუნიკაციების სრული პაკეტი, საერთო საგზაო ინფრასტრუქტურითა და გარე განათების სისტემით. უბანში მაცხოვრებლებს ყველა ის სერვისი დახვდებათ, რასაც მიჩვეულები არიან. მათ ყოველდღიურობას ქარის საზიარო ელექტროტრანსპორტი და ვიჰოსტის მოვლა-პატრონობის სერვისები გაამარტივებს.

პროექტი ბარდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სახით, მასთან მიყვანილი გზით, კომუნიკაციის სრული პაკეტითა და მოწყობილი რეკრეაციით. თითოეული მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იქნება მაღალი ხარისხის მეტალის ღობითა და ჭიშკრით, რომელიც უბნის ერთიანი იერსახის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას შექმნის. თითოეული მიწის ნაკვეთი ჩაბარდება ინდივიდუალური, უმაღლესი ხარისხის KINGCATS FENCE LIMITED-ის მეტალის ღობითა და ელექტრო ჭიშკრით.

“სუბურბან ლისის” მიმდებარე არეალი გამოირჩევა რეკრეაციული გარემოთი და თბილისზე პანორამული ხედებით. აქვე გვხვდება პრემიუმ კლასის დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტები, საგანმანათლებლო კლასტერი და რამდენიმე გასართობი ობიექტი. პროექტი გმირთა მოედნიდან 8 კმ-ითაა დაშორებული და წვდომადია კერძო და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით, დაახლოებით 24 წუთში. პროექტი 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან

სუბურბან საგურამო

“სუბურბან საგურამო” მდებარეობს შანკევანში, საგურამოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას. მას განსაკუთრებულობას სძენს 360 გრადუსიანი ხედები. სამხრეთით წარმოდგენილია საგურამოს ნაკრძალი ფართოფოთლოვანი ტყეების მასივით, ჩრდილოეთით კი კავკასიონის მთების ხედები იშლება. უბანი გმირთა მოედნიდან 32 კმ-ითაა დაშორებული, საგურამოს ცენტრიდან კი 5 წუთის გზაზეა. პროექტამდე მისასვლელი გზა სრულად ასფალტირებულია, რაც მარტივი წვდომის საშუალებას აძლევს მომავალ მობინადრეებს.

“სუბურბან საგურამო” ახალი საცხოვრებელი უბანია, რომელიც სააგარაკე გარემოსა და ურბანული ცხოვრების სტილს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს მიწის ნაკვეთები სრულად მოწყობილ უბანში და მისცეს თავისუფლება საკუთარი სახლების დაპროექტებისას ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ერთიანი სტილი. ვიზუალური იერსახე მშენებლობის წინასწარ გაწერილი წესებით დარეგულირდება. უბანი მოიცავს 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და ცენტრალურ პარკს, რომელიც რეკრეაციულ, მოსასვენებელ და სოციალიზაციის სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა, სპორტული მოედანი, ჩოგბურთის კორტი, წრიული ველობილიკი და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტი.

“სუბურბან საგურამოშიც” თითოეულ მიწის ნაკვეთამდე ასევე, მიყვანილი იქნება კომუნიკაციების სრული პაკეტი, საერთო საგზაო ინფრასტრუქტურითა და გარე განათების სისტემით. ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ყველაზე მაღალ ნიშნულზე, მოეწყობა წყლის ჭაბურღილი დაახლოებითი სიღრმით 150-180მ, რომელიც საცხოვრებელი უბნის სრულ, ავტონომიურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

პროექტის რეკრეაციული სივრცე მოიცავს 8,000კვ.მ მწვანე ზონას. მისი ნაწილია: პარკის კომპონენტი, ველობილიკები, ჩოგბურთის მოედანი და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი. თითოეულ მიწის ნაკვეთამდე მიყვანილი იქნება ასფალტით დაფარული გზა. პროექტში დამატებით მოეწყობა გარე განათების სისტემა.
ყველა მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი იქნება 10 კვტ. სიმძლავრის ელექტრომომარაგების ქსელითა და დამონტაჟებული მრიცხველით.

“სუბურბან საგურამოში” ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება. მაცხოვრებლებს სტანდარტული პროდუქტების პარალელურად, მებაღის, აუზის მოვლისა და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებებით სარგებლობაც შეეძლებათ.
ურბანული კომფორტის შესაქმნელად, სუბურბანში მომავალ მაცხოვრებლებს საზიარო ელექტროტრანსპორტი დახვდებათ, რაც ამავდროულად უბნის ეკოლოგიასაც ემსახურება.

Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან
Suburban Projects – დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერია Colliers-ისგან