დიპლომატიური კორპუსი დედაქალაქიდან რეგიონში ინაცვლებს – თელავში ყაზახეთის საკონსულო იხსნება
კახეთში, თელავში, ყაზახეთის საკონსულო გაიხსნება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასცა.
მთავრობის ინფორმაციით საკონსულო საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის გიორგი ჯახუტაშვილის მეთაურობით გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო განყოფილება თბილისში ლვოვის ქუჩაზე, 77 ნომერში იყო.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო, ბათუმსა და რუსთავში მდებარეობს.