საბურთალოზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფანასკენტელ-ციციშვილის ქუჩის #12-17-ის მიმდებარედ ახალი დადასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი საცხოვრებელ სახლებს შორის ეწყობა.

საბურთალოზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„აქ მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები და განათების სისტემა; დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, ასევე გვინდა, რომ ძაღლებისთვის დამოუკიდებელი სივრცე მოვაწყოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის შედეგად, 3 400 კვ. მ-ზე სკვერის სივრცე განახლდება და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. გაკეთდება სპორტული მოედნები და დაირგვება მცენარეები.