“თბილისსა და ბათუმში ტაქსებზე მაღალი ტარიფია” – რას წერს უცხოური გამოცემა Numbeo

“თბილისსა და ბათუმში ტაქსებზე მაღალი ტარიფია” - ეს ფრაზა ხშირად მოგვისმენია სტუმრებისგან და არა მხოლოდ, აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თუმცა მაღალ ფასებზე რეგულირების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არსებობს.

“თბილისსა და ბათუმში ტაქსებზე მაღალი ტარიფია” – რას წერს უცხოური გამოცემა Numbeo

ის, რომ ქყვეყნის ორ ქალაქში ტაქსის ტარიფი მართლაც მაღალ ნიშნულზეა, არა მხოლოდ ადგილობრივები და სრუმრები, არამედ საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამაც დაადასტურა და უცხოურ გამოცემაში მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად მოხვდა.

Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ფასებს ეფუძნება, სხვადასხვა ქვეყნის 203 ქალაქში, 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირი ციურიხში (შვეიცარია), ყველაზე იაფი კი ჩანდიგარშია (ინდოეთი).

მონაცემებში საქართველოს ორი ქალაქიდან – თბილისი და ბათუმი მოხვდა. თბილისი 203 ქალაქს შორის 123-ე ადგილს იკავებს, ბათუმი კი 164-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, თბილისში 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურების საშუალო ფასი 0.75 დოლარს შეადგენს, ხოლო ბათუმში 0.37 დოლარის.