“ველოდები როდის დაგვეცემა თავზე ეს შენობა” – kalaki.ge-ს ქეთევან წამებული ქუჩიდან მკითხველი ფოტოს ავარიული საცხოვრებლიდან გვიგზავნის

ერთი კადრი, საკმარისია მთლიანი სურათის დასანახად. სწორედ ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, როდესაც kalaki.ge-ს მკითხველმა ქეთევან წამებულის ქუჩიდან ავარიული საცხოვრებლის ფოტო გამოგვიგზავნა.

“ველოდები როდის დაგვეცემა თავზე ეს შენობა” – kalaki.ge-ს ქეთევან წამებული ქუჩიდან მკითხველი ფოტოს ავარიული საცხოვრებლიდან გვიგზავნის

კადრში სახლის ერთი ნაწილი მთლიან გახსნილია და თითქოს ეს ესაა უნდა გადავარდეს. აქვე უნდა ითქვას, რომ შენობა ქეთევან წამებულის #22-შია და პირდაპირ ტოტუარზე დგას. ჩვენი მკითხველი, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამხელა, გვიყვება რომ სახლის ჩამონგრევას ყოველი ქარიანი ამინდის დროს ელოდებიან.

” ქუჩაზე ყოველი გავლა სახიფათოა, ამიტომ გწერთ, მსურს გაფრთხილდეს ხალხი. ძალიან მძიმე ვითარებაშია შენობა. ყოველ დღე ველოდებით როდის დაგვეცემა თავზე ეს შენობა. მე მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ და არ მესმის იქ მცხოვრები ადამიანების ასე ურეაგიროდ როგორ არიან. ახლოს ახალი შენობებიც შენდება და ეს ბიძგები კიდევ უფრო ანგრევს ძველ სახლს.” – გვიყვება kalaki.ge-ს მკითხველი.

როგორც გავარკვიეთ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებს, თუმცა უცნობია მოხვდება თუ არა მერიის იმ პროგრამაში, რომელიც ძველი და ავარიული საცხოვრებლის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.