„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა
Kalaki.ge-ს კორესპონდენტი, მეტროპოლიტენის ხაზებს შორის, საცალფეხო გვირაბებში საცობის მომსწრე გახდა. მგზავრთა ნაკადმა შესაძლებლობებს გადააჭარბა.
![„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/10/img_20231025_190505-01.jpg)
![„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/10/img_20231025_190854-04.jpg)
მოქალაქეების განმარტებით, მსგავსი სიტუაცია საღამოს პიკის საათებში ძალიან ხშირია: მეორე ხაზის მატარებლიდან გამოსული ადამიანები, გვირაბის შესასვლელთან ხვდებიან საპირისპირო ნაკადს. დიდი ხანია, მედროს ადმინისტრაციამ რიგის მომწესრიგებლის, იგივე ცოცხალი ჯაჭვის პრაქტიკა დანერგა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მიდგომა დიდად არ შველის.
![„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/10/img_20231025_190517-02.jpg)
ამავდროულად, ჩამოსული მატარებლის მგზავრებს არ აქვთ დრო, რომ გადავიდნენ პირველ ხაზზე, შემდეგი მატარებლის მოსვლამდე რაც ხალხის ნაკადს კიდევ უფრო ზრდის:
![„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/10/img_20231025_190642-03.jpg)
თბილისის მეტრო დღეში ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება და ეს რიცხვი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. მერია ახალი სადგურებისა და ხაზების გახსნას არ გეგმავს.
![„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/10/img_20231025_190906-05.jpg)