რა შეიცვალა ისრაელის კონფლიქტის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით და რას ამბობენ უძრავი ქონების ასოციაციაში

ასოციაციის თავმჯდომარის ვაჟა მებაღიშვილის განმარტებით, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვის მიმართ ინტერესის ნაწილშიც არის. არსებულ ტენდენციას კი ბაზრის მოთამაშეები ჯერ ვერ ხსნიან.

რა შეიცვალა ისრაელის კონფლიქტის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით და რას ამბობენ უძრავი ქონების ასოციაციაში

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების განმარტებით, კონფლიქტის დაწყების დღიდან ქვეყანაში ისრაელში მცხოვრები ქართველების აქტიურობა უფრო შეინიშნება, ვიდრე უშუალოდ ისრაელის მოქალაქეების.

მედია საშუალება BMG-სთან საუბრისას უძრავი ქონების ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხთან პარალელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქთტთან ავლებს.

შეგახსნებთ, რომ 2022 წელს 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი 15 000 ბინა უცხოეთის მოქალაქეებზე გაიყიდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ისრაელის მოქალაქეებმა 1892 ბინა შეიძინეს. 2023 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, გაყიდული 5,159 ბინიდან ისრაელის მოქალაქეებმა 671 ბინა იყიდეს.