ვინ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელზეც სოციალურ ქსელში წერენ

სოციალურ ქსელში კერძოდ "დიდი დიღმის" ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მარიამ ჩადუნელმა დიდი პოსტი მიუძღვნა, 244 მარშტკის მძღოლს, წერილს უცვლელელად გთავაზობთ.

ვინ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელზეც სოციალურ ქსელში წერენ

“მინდა მოგიყვეთ ამ ბატონის შესახებ, რომელიც გახლავთ #442 მარშუტის მძღოლი. იგი არის ნამდვილად მისაბაძი ადამიანი თავისი პროფესიონალიზმით, ქცევითა და სიტყვა-პასუხით. მისი ლექსიკონია: ფრთხილად, არ იჩქაროთ, სად გნებავთ გაჩერება, დაბრძანდით ბატონო, დიახ ბატონო და ა.შ თითოეული მგზავრისთვის ქმნის დადებით და მშვიდ გარემოს.

P.S ყველასთვის მისაბაძი პიროვნებ” -ნათქვამია მარიამ ჩადუნელის პოსტში.

აღსანიშნავია, რომ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 244 ნომერი მგზავრების მხრიდან, მოქალაქეები სხვადასხვა ისტორიებს კომენტარების სახით წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები მოქალაქეებს კეთილსინდისიერად ექცეოდნენ.

kalaki.ge-ს ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ემზარ დაიაურია და ის რამდენიმე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლია.