რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბათუმში და რომელ ქუჩებზე იცვლება ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შავი ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში ვარშანიძის ქუჩაზე, #182-184-ის მიმდებარედ, ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ვარშანიძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია 14 ხიდის მოწყობა და დაგეგმილია კიდევ ერთი ხიდის მშენებლობა. ხახულის ქუჩაზე კი, დასრულდა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა არხის ერთ მხარს და სამუშაოები დაწყებულია მეორე მხარეს.
ხიდის მოწყობის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია გენერალ ასლან აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების, ან ხახულის მეორე შესახვევის გავლით. სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვეს იგეგმება.