სტიქია ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვთზე – ინტენსიურმა წვიმამ კლდოვანი მასა ჩამოშალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცაკლეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
უწყების ცნობით, აკრძალვა კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო ამოქმედდა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.