კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს-სამუშაოები ორ ჰექტარს მოიცავს

კრწანისში, გორგასალის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც შუა ზოლში მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება შესაბამისი საპარკო ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი.

კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს-სამუშაოები ორ ჰექტარს მოიცავს

კახა კალაძემ მოინახულა ადგილზე სამუშაოები და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ გადატანა გვინდოდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გამო, მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩავატარეთ კვლევებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული ბულვარი მოვაწესრიგოთ, მომავალ წელს კი განახლდება გზის მეორე მხარეს არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. კრწანისის მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც სავარჯიშოდ, დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.