გურიაში პირველი ეროვნული პარკი შეიქმნება-კონკრეტულად სად გაშენდება და როგორი იქნება ახალი დაცული ტერიტორია

საკანონმდებლო ოგანოში ინიციატივას „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირედ. ახალი ეროვნული პარკი ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება.

გურიაში პირველი ეროვნული პარკი შეიქმნება-კონკრეტულად სად გაშენდება და როგორი იქნება ახალი დაცული ტერიტორია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების – გურიის ეროვნული პარკის შექმნა.

„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო სამ წელიწადში (2025-2027 წწ), ყოველწლიურად სააგენტოსთვის საჭირო იქნება დამატებით არანაკლებ 399,180 ლარი, საიდანაც ნაწილი 327,180 ლარი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი 72,000 ლარი კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.