ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოებიგამო ავტობუსის მარშუტებზე ცვლილებაა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, N326 ავტობუსის მარშრუტზე ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება.

ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოებიგამო ავტობუსის მარშუტებზე ცვლილებაა

“N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.
სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება.” ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.