თქვენ როგორ მოგეწონებოდათ სახლის ფანჯრების წინ კორპუსი? – რუსთაველზე საცხოვრებლის ფაჯრები მოსახლეობას ბეტონის კედლებით დაუფარეს

ამბავი, რომელიც გაგაოგნებთ რუსთაველზე, პირველი სკოლის მიმდებარედ ჟვანიას ქუჩაზე მოხდა. ძველი საცხოვრებლის წინ ახალი კორპუსი ისე ააშენეს, რომ ფანჯრებიდან პირდაპირ ბეტონი მოსჩანს, აღარაფერს ვამბობთ, მზის სხივებზე, რომლებიც ვეღარასდროს მოხვდება სახლებში და ჟანგბადზე, რადგან ფანჯარასაც კი ვერ გამოაღებენ ადგილობრივები იმდენად ახლოსაა ახალი კორპუსი.

თქვენ როგორ მოგეწონებოდათ სახლის ფანჯრების წინ კორპუსი? – რუსთაველზე საცხოვრებლის ფაჯრები მოსახლეობას ბეტონის კედლებით დაუფარეს
თქვენ როგორ მოგეწონებოდათ სახლის ფანჯრების წინ კორპუსი? – რუსთაველზე საცხოვრებლის ფაჯრები მოსახლეობას ბეტონის კედლებით დაუფარეს

სამშენებლო ქაოსისა და ისტერიის საუკეთესო მაგალითი, სწორედ ეს შემთხვევაა. დაუჯერებელი და წარმოუდგენელი, თუმცა ჩვენგან გასაკვირად სამშენებლო ნებართვით აშენებული ახალი კორპუსი, რომელმაც პრაქტიკულად ძველი საცხოვრბელი მთლიანად დაფარა და მეტიც მზისა და ჟანგბადის გრეშე დატოვა. როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ამაოდ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ორ ფოტოში ყველაფერი ნათქვამია, პოსტის ავტორი წერს, რომ მოსახლეობის ყველა პროტესტი და საჩივარი ამაო აღმოჩნდა.

“რუსთაველზე პირველი სკოლის უკან ჟვანიას ქუჩაზე ასეთი გემრიელი კორპუსი ჩაუდგეს იქაურ მოსახლეებს, რამდენი დავა რამდენი ნერვი რამდენი საჩივარი, არაფერმა გაჭრა
თქვენ როგორ მოგეწონებოდათ სახლის ფანჯრების წინ კორპუსი?” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი