საქსტატის ახალი ქვლევის თანახმად მარტში მშენებლობა გაძვირდა – იმოქმედებს თუ არა ახალი საცხოვრებლების ფასებზე გაძვირებული მშენებლობა

საქსტატის ახალი კვლევის თანახმად 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულებამ წინა წელთან შედარებით 9%-ით მოიმატა. მონაცემების მიხედვით, მშენებლობის გაძვირება დასაქმებულთა ხელფასებისზრდამ გამოიწვია. დარგის ექსპერტების განმარტებით, ფასების ზრდა ახალ აშენებულ ბინებზეც აისახება.

საქსტატის ახალი ქვლევის თანახმად მარტში მშენებლობა გაძვირდა – იმოქმედებს თუ არა ახალი საცხოვრებლების ფასებზე გაძვირებული მშენებლობა

“საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 9.1%-ით გაიზარდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი მიზეზი ხელფასების მატებაა. წინა თვესთან შედარებით მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 5.9%-ით, ხოლო წლის ჭრილში 35.3%-ით გაიზარდა.

საერთო ინდექსის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი გაძვირებული მასალებია – ფასი წლიურად 3.4%-ითაა მომატებული. 5.5%-ით გაიზარდა ხარჯები მანქანა-დანადგარების კატეგორიაში, ხოლო ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის მიმართულებით 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.” – წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.