წერეთლის გამზირზე მოძრაობა ხვალიდან ორმხრივად აღდგება
"ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი“- განაცხადა დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
„დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ლი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები, საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარებს, დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და მოძრაობა თავისუფლად იქნებ შესაძლებელი“,- განმარტა თბილისის მერმა.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ განხილვის თემად იქცა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ბევრად ადრე იგეგმებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა კონტრაქტორი კომპანიები ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას,ამიტომ მათი შეცვლა გახდა საჭირო, რამაც თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმის დასრულება დროში კიდევ უფრო გაიწელა.
აღსანიშნავია, რომ გამწირზე სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა, დასრულდა მხოლოდ პირველი ეტაპი რაც ავტომობილების ორმხრივი მოძრაობის აღდგენას გულისხმობს.