თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქის ცენტრიდან კახეთის გზატკეცილზე გადადის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის ცენტრალური სტადიონი, დედაქალაქის ცენტრიდან კახეთის გზატკეცილზე გადადის. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით აღნიშნულ პროექტზე სამუშაოდ უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება.

თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქის ცენტრიდან კახეთის გზატკეცილზე გადადის

ახალი სტადიონი 70, 000 მაყურებელს დაიტევს. იგეგმება მასზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა.

შეგახსენებთ, რომ ვაზიანდივეა დაგეგმილი ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.