შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს, შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს

ზღვისპირა ქალაქებში 8 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შესაძლოა ზღვასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.

შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს, შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს

შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს. შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, მოშლილია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, დატბორილია სახლები. საუბარია მოსახლეობის ევაკუაციაზე. სოციალურ ქსელში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება.

დაზიანებულია ბათუმის სანაპირო ზოლი, ზღვის ტალღები გზებზე აღწევენ, დატბორილია ქუჩები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, მთლიანი რეგიონი უშუქოდაა დარჩენილი.

ფოთში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები.