თბილისში ახალი უბანი აშენდება – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში 16 შენობა განთავსდება

თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფილი ფეხსაცმელების ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა მიტოვებულ ადგილად ითვლება მალე ხალხით სავსე ადგილი გახდება, რადგან ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.

თბილისში  ახალი უბანი აშენდება – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში 16 შენობა განთავსდება

მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორია გაბრიელ სალოსის გამზირის 116 ნომერში დაიწყება და 124-ში დასრულდება. პროექტი 16 მაღალსართულიან კორპუსს მოიცავს. მათგან ყველაზე დაბალი 10-სართულიანი ხოლო ყველაზე მაღალი 32-სართულიანი იქნება. კომპლექსში ჯამში 2500 ბინა განთავსდება. ასევე განსაზღვრულია ავტოსადგომები, მაცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 5 სპორტული მოედანის მოწყობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ გზატკეცილთან შემხებლობაში მყოფ სექტორზე მრავალფუნქციური შენობის აშენება იგეგმება, რომელში განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები.

რაც შეეხება კომპანიებს, ფეხსაცმელების ფაბრიკის ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერით, სამი კერძო კომპანია ინაწილებს ესენია: შპს „ელიტა ბურჯი, სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ და შპს „ივერია 90“.