“თბილისობა 2023” 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

ორი დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ტრადიციისამებრ, დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდებიან.

“თბილისობა 2023” 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის დღესასწაული რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

“რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს, გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ელოდებიან “თბილისობის” დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ “თბილისობის” დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილისობის” დღესასწაული ყოველწლიურად შემოდგომას იმართება და ორი დღე გრძელდება. პირველად დედაქალაქის დღესასწაული 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა.