გლდანის ტბის გადასარჩენად მოსახლეობა მიმართვებს, ავრცელებს

უკვე რამდენიმე თვეა ე.წ. "თეთრი ტბა" რომელიც გლდანის რაიონში მე7-ე მიკროში მდებარეობს მთლიანად დაჭაობებულია. ტბა, რომელიც ერთ დროს რეკრეაციული ზონის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო, დღეს ადგილობრივების ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.

გლდანის ტბის გადასარჩენად მოსახლეობა მიმართვებს, ავრცელებს

გლდანის იგივე “თეთრი ტბიდან” აღებული სინჯები საგანგაშოა. დასკვნა, რომელიც სპეციალისტებმა მოამზადებს, ადასტურებს, რომ მოსახლეობისთვის ტერიტორია საფრთხის შემცველია. ადგიობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, შესაბამისი უწყებები ჩართონ აღნიშნული პრობლების მოგვარებაში. ამჯერად გლდანელები მიმართვას ავრცელებენ.

“უკვე არსებული ოფიციალური დასკვნის მიხედვით, გლდანის ტბის წყალში დასაშვები ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიკრობების რაოდენობა 10-ჯერ აღემატება დასაშვებულ ნორმას. გამომდინარე აქედან მწერების, მიუსაფარი ცხოველების თუ ქარის საშუალებით, იქმნება ძალიან დიდი რისკი ვირუსების და ინფექციების”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. “თეთრი ტბა” 2004 წელს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთად გაიყიდა და მას შემდეგ კერძო საკუთრებაშია.