თბილისში შესაძლოა ონლაინ ჰიპერმარკეტი Wildberries გაიხსნას-ვის ეკუთვნის და მიზნები აქვს საქართველოში კომპანიას

თბილისში შესაძლოა, ონლაინ ჰიპერმარკეტი Wildberries გაიხსნას. სხვა დეტალები უცნობია თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის აბრევიატურა დედაქალაქის ძველ უბანში, ბესიკის ქუჩაზე გაჩნდა, სადაც სავარაუდოდ ოფისი იქნება.

თბილისში შესაძლოა ონლაინ ჰიპერმარკეტი Wildberries გაიხსნას-ვის ეკუთვნის და მიზნები აქვს საქართველოში კომპანიას

Wildberries რუსული კომპანიაა, რომელიც ორი წლის წინ საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავდა, როგორც ჩანს კომპანია ნელ-ნელა იწყებს ფუნქციონირებას. ონლაინ ჰიპერმარკეტი რუსეთის გარდა, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, ისრაელსა და უზბეკეტში ოპერირებს.

კომპანია Wildberries არის ონლაინ გაყიდვების ხსელი, რომელიც დაარსდა რუსეთში 2004 წელს ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკების მიერ. ეს უნივერსალური საცალო ქსელი ყიდის თითქმის ყველაფერს – მათ შორის ტანსაცმელს, კოსმეტიკას, საკვებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ალკოჰოლს და წიგნებს ყიდის.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ საცალო გაყიდვების კომპანია, სანქცირებულთა სიაში შედის.