რას შეცვლის თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი

Galt&Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში დადებითად აისახება.

რას შეცვლის თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი

კვლევის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა მცირედი თვიური ზრდა განაგრძეს, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ.

“ბაზრის ზომა 2023 წლის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა და გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის 11 თვეში ჯამური ბაზრის ზომა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველად ბაზარზე ფასების მატებით, რაც აკომპენსირებს გაყიდული ბინების რაოდენობის კლებას.

2023 წლის ნოემბერში თბილისში საშუალო ბინის (50- 60 მ2) ქირის ფასმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2 -ზე (+6.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ ქირა 2023 წლის მარტიდან, როდესაც მან პიკს მიაღწია, დღემდე 5.4%- ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ქირის ეტაპობრივი შემცირება უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება.

2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისანში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ზრდა დაკავშირებულია უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაზრდილ პროექტებთან.”-ნათქვამია კვლევაში.