Georgian Wings-მა თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო – რა სიხშირით შესრულდება რეისი ორ ქალაქს შორის

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

Georgian Wings-მა თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო – რა სიხშირით შესრულდება რეისი ორ ქალაქს შორის

Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.