როგორ ემზადება თბილისი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში ჩატარდება. თბილისში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედანი სწორედ ფესტივალის მასპინძლობისთვის მოეწყობა.

როგორ ემზადება თბილისი  2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოდან ირკვევა, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი ღირებულება 28.5 მილიონი ლარი იქნება.

გამოქვეყნებული ინფორაციის თანახმად, ახალი ყინულის სასახლე გათვლილი უნდა იყოს როგორც ფიგურული ციგურაობის, ასევე ჰოკეის ყველა საერთაშორისო პარამეტრზე. ამასთან მას ერთის ნაცვლად ორი სრული ზომის მოედანი ექნება.

“ყინულის მოედნის რაოდენობა – 2; ყინულის მოედნის ზომა – 60 მეტრი 30 მეტრზე ; მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე – 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4; მოედნის გაბარიტული ზომა – სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი; მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს; ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე; მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი; ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.”

შეგახსენებ, რომ ახალი სასახლე დიდ დიღომთან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აშენდება.