ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 17-ში, რკინის ყველასთვის ნაცნობი კონსტრუქციის ნაცვლად, მრავალფუნქციური შენობა აშენდება. როგორ ჩანს, ფუნდამენტის მოსამზადებლად ტერიტორია პირველ რიგში რკინის კონსტრუქციისგან გაანთავისუფლეს, უნდა ითქვას, რომ ადგილი ახლა მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. ჩვენი ფოტორეპორტიორის გადაღებული ფოტოები მალე ისტორიას ჩაბარდება, რადგან ტერიტორიაზე შენობის ასაშენებლად ნებართვა გაცემულია.

ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა
ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა
ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა
ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა
ფოტოფაქტი-რა ბედი ელის ადგილს თავისუფლების მოედანზე სადაც ცნობილი რკინის კონსტრუქცია იდგა

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პუშკინის 17-ში პროექტის მიხედვით კომერციული და საოფისე ფართების მოწყობა იგეგმება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 22.09 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა, აქედან: 1 მიწის დონის ქვედა სართულია, 6 სართული კი მიწის დონის ზედაა.

„ბოლო ათეული წლის წინ ხსენებულ ადგილზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მალევე შეწყდა და ტერიტორიაზე დარჩა საკმაო მოცულობის რკინის კონსტრუქცია. წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება. ბოლო პერიოდში ამხანაგობის მცდელობით დაიწყო საპროექტო სამუშაოები, მერიაში შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტი, ხოლო უშუალოდ ამხანაგობას ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა არსებული ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი.

ჩვენი საპროექტო შენობის გადაწყვეტისას შემოთავაზებულია პუშკინის ქუჩის და დიუმას ქუჩების შემაერთებელი კორიდორის გაჩენა, რაც გათვალისწინებული იქნება ქვეითად მოსიარულეთა გამჭოლი გადაადგილებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული კორიდორის გაჩენისთვის.

შენობის არქიტექტურული გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება არსებული ტერიტორიის ისტორიული ურბანული ქსოვილი, აშენებული შენობა ნაგებობების იერსახე. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ არეალს მაღალი, მასშტაბურ მოცულობებსა და დაბალ განაშენიანებას შორის. გამომდინარე აქედან ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა არქიტექტურული მასშტაბით და იერსახით ერთგვარი შემავსებელი მოცულობა, რომელიც არააგრესიულად ჩაეწერება ისტორიულ განაშენიანებაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.