როდის დასრულდება თბილისში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკს საბაგიროთი დააკავშირებს
თბილისში, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება.
ახალ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე კი 4.07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მ-ია.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.