თბილისი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება-რამდენი დაიხარჯება დედაქალაქის მთავარი სუვენირისთვის მერიის ბიუჯეტიდან

ახალი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, კომპანიებს მასში მონაწილეობის მისაღებად ვადა 15 ნოემბრამდე აქვთ.

თბილისი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება-რამდენი დაიხარჯება დედაქალაქის მთავარი სუვენირისთვის მერიის ბიუჯეტიდან

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის ბიუჯეტიდან 720 000- ლარი გამოიყო.

24 მეტრი სიმაღლის, 365 ტოტით, 120 ფარდა განათებითა და 100 აქსესუარით ასეთია იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელიც სატენდერო განცხადებაშია მითითებული.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხე მერიამ 2019 წელს შეიძინა და მასში 3 177 944 ლარი დაიხარჯა.