5 ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი საბურთალოზე
დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ უძრავი ქონების განვითარება, ელვისებური სისწრაფით დაიწყო.
დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ უძრავი ქონების განვითარება, ელვისებური სისწრაფით დაიწყო. არ დარჩა ადგილი, სადაც დეველოპერებს ხელი არ მიუწვდებათ. წლები გადის იმის მოლოდინში, თუ როგორ ჩაიგდონ ესა თუ ის მიწის დარჩენილი, საუკეთესო გოჯი ხელში. მასიური და ანგაჟირებული მშენებლობის ფაქტორს, გაზრდილმა მოთხოვნამაც შეუწყო ხელი, მოთხოვნა კი მასიურად რაიონებიდან მოზღვავებულმა ხალხმა, ემიგრანტებმა და ახლა უკვე შემოსულმა სტუმრებმაც გაზარდეს.
არ არსებობს არანაირი იდეოლოგია, გეგმა რითიც მოხდება ქალაქის განაშენიანების კონტროლი. შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის ნანგრევების კვალდაკვალ, უზარმაზარი ბეტონის კედლებს მივუყვებით. უახლესი და თანამედროვე არქიტექტურის განაშენიანებას, ძველი უბნები და ცენტრალური რაიონები ეწირება.
სტატიაში მოგითხრობთ ქალაქის ცენტრალური უბნის – საბურთალოს რაიონის, 5 ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში სულ 169 დასრულებული და მშენებარე პროექტია, რომელსაც სხვადასხვა დეველოპერული კომპანია აშენებს.
პარკ ჰოუმ საბურთალო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გაზაფხულის N 4-ში მდებარეობს. კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტრო „დელისის“ მიმდებარედ, ვაშა-ფშაველას გამზირის სიახლოვეს შენდება, ლოკაციამდე ორი სხვადასხვა – გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩით არის მისვლა შესაძლებელი.
„პარკ ჰოუმ საბურთალო“ ანაგი დეველოპმენტის კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში – ქალაქის ხედებით, უზარმაზარი რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით.
პრემიუმ კლასის, საოჯახო ტიპის, საცხოვრებელი კომპლექსი აერთიანებს 6 000 კვ.მ-ის სარეკრეაციო სივრცეს, 2 აუზს, ფიტნეს ცენტრს, ლობის, კომერციულ და გასართობ ობიექტებს.
27-სართულიან კომპლექსში 40-დან 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 210 საცხოვრებელი ბინაა და, მოსახერხებელი დაგეგმარების გამო, მათი გაერთიანებაც შესაძლებელია. 1 კვ.მ-ის ფასი კი 5 782 ₾-დან იწყება.
საკენი
კომპლექსის ლოკაცია ვაჟა ფშაველას N 25 გახლავთ, იქ სადაც ერთ დროს სასტუმრო „აფხაზეთი“, თბილისისა და სოხუმის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობის სიმბოლო მდებარეობდა. კომპლექსი, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, სწორედ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ნაცვლად აშენდება. 133 მეტრი სიმაღლის, 38 სართულიანი კომპლექსი, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე. სამივე მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. მულტიფუნქციური სივრცის ყველა დეტალი კომფორტული და მოხერხებელი ცხოვრების სტილზეა გათვლილი.
„საკენის” საერთო საცხოვრებელი ფართობი 22 511 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომერციული – 9 543-ს, ავტოსადგომი კი 9 600 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.
კომპლექსში კომერციული, საოფისე და საერთო მოხმარების სივრცეები, 1-დან – მე-7 სართულადმდე, 390 აპარტამენტი და 7 პენტჰაუსი მე-8-დან 37-ე სართულის ჩათვლით განთავსდება. 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და საბავშვო სივრცეებით მოეწყობა.
კომპლექსში წარმოდგენილი ბინების ფართი 56,32–138,59 მ2-მდე იქნება. რაც შეეხება ფასს – 1 კვ.მ-ის ღირებულება 6 186 ₾-დან დაიწყება.
თბილისი გარდენსი
საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს მიხეილ ასათიანის N 6, 10-ში, საბურთალოს ცენტრში, რომელიც შემოსაზღვრულია სერგო ზაქარიაძესა და მიხეილ ასათიანის ქუჩებით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხის მიმდებარედ.
საცხოვრებელი კომპლექსი „ბაღები თბილისი” გარშემორტყმულია უამრავი, სოციალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურული ობიექტით. ახლოსაა უმაღლესი, საშუალო და სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება, აფთიაქები, სამედიცინო კლინიკა, სუპერმარკეტები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ხუთასი მეტრის რადიუსში მდებაერობს იპოდრომი და ტყე–პარკი.
29-30 სართულიანი კომპლექსის მაღლივი კორპუსის გლუვი ხაზები, მიშენებულ–ჩაშენებული ელემენტებით იპყრობს ყურადღებას. მყიდველებს აქვთ ფართო არჩევანი– შვიდი სხვადასვა ტიპის ბინა 59,6 დან 245 კვადრატამდე. 1 კვ.მ-ის ფასი კი 6 186 ₾-დან იწყება.
არქი ცენტრალური პარკი
საცხოვრებელი სახლი თბილისის ცენტრალურ პარკთან, იპოდრომის გვერდით, თამარაშვილის N 13-ში მდებარეობს.
დეველოპერი შენობის ფანჯრებიდან მთაწმინდისა და კუს ტბის პანორამულ ხედებს ჰპირდება ბინის მყიდველს. ასევე ბინის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, დედაქალაქის ცენტრის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ახალი შენობის უშუალო სიახლოვეს განლაგებულია სუპერმარკეტი „პოპული“, ბანკი „სოლო“-ს ფილიალი, №52 საჯარო სკოლა. ასევე ახლოსაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტადიონი „ბენდელა“, ინფექციური დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევის ცენტრი, რესპუბლიკური საავადმყოფო, თვალის კლინიკა „Davinci Eye Clinic“, განტვირთვის მიზნით კი წითელი პარკი, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და გაჯანსაღდეთ.
საცხოვრებელ კომპლექსში სულ განთავსებულია 258 ბინა, რომელიც წარმოდგენილი იქნება მეხუთე სართულიდან. ყველაზე პატარა ევროპული 1-ოთახიანების ფართი დაახლოებით 55 კვ.მ-ს შეადგენს, ყველაზე დიდი ფართის 5-ოთახიანი ბინა კი 176 კვ.მ-ს აღწევს. 29-სართულიანი შენობის ბოლო ორი სართული დათმობილი იქნება ფართო პენტჰაუსებისთვის – 334 და 446 კვ.მ. რაც შეეხება ფასებს – აქ 1 კვადრატული მეტრის ფასი 6 589 ₾-დან იწყება.
მეფე დავითი
„King David“ – მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს ორ კოშკს: საოფისე „King David“ ბიზნესს ცენტრს და საცხოვრებელ „King David Residence“-ს.
კომპლექსი მერაბ ალექსიძის N 12-ში, დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. ლოკაციის სიახლოვეს მდინარე მტკვარი მოედინება. პროექტი ორი არქიტექტურის კოშკისაგან შედგება. მას, თბილისის ცათამბჯენსაც კი უწოდებენ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა თბილისში. კომპლექსი ავსტრიულ ჰოლდინგური კომპანიის – Rezid Holding GmBH-ის 70 მილიონიანი დოლარის ინვესტიციაა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ რეზიდენციებს, A კლასის ბიზნეს ცენტრს, სასტუმროს, 5-ვარსკვლავიან რესტორანსა და დასასვენებელ ადგილს.
საცხოვრებელი კომპლექსი „მეფე დავითი” გარშემორტყმულია თბილისის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით. 5-10 წუთის სავალზეა თბილისის ცირკი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი, ხელოვნების სასახლე, გმირთა მოედანი, სასტუმრო Holiday Inn. ახალი შენობის ლოკაცია მდიდარია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით: გვერდითაა კინოთეატრი „აპოლო”, მ. თუმანიშვილის სახელობის კინოს მსახიობთა თეატრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის სასახლე.
შენობა ყურადღებას იპყრობს შუშის კედლებით. მისი სიმაღლე 32 სართულს აღწევს და აგებულია მონოლითურ–კარკასული ტექნოლოგიით. კოშკში მდებარე საცხოვრებელში პანორამული ფანჯრები იატაკიდან ჭერამდეა აჭიმული. ფანჯრებიდან ისხნება ულამაზესი ხედები ძველ და ახალ თბილისზე და მთებზე.
კომპლექსში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები 79-314 მ2-დეა. 1 კვადრატული მეტრის ფასი კი 8 875 ₾-დან იწყება.