ჩემს ქალაქს ვერაფერი უკარგავს სილაღესა და სისადავეს, მედგრად და ამაყად დგას ისტორიის სადარაჯოზე და კიდევ დიდხანს იდგება, თავისი ლამაზი ქუჩებითა და შენობებით. უამრავი მცდელობის მიუხედავად ეს შენობები მაინც ამაყად განაგრძობენ არსებობას და მოგვითხრობენ ისტორიებს, რომლის მომსწრენიც ისინი საუკუნეების მანძილზე გახდნენ.

ვერ მიუწვდათ ხელი ძველი უბნებისაკენ დეველოპერებს, ისინი ხომ სივიწროვითა და მჭიდრო დასახლებით გამოირჩევიან, სწორედ ამიტომ გადარჩნენ, თუ ამას გადარჩენა ჰქვია. შელახულები, ავარიულები, დამრეცი კიბის უჯრედითა და აივნით, რომლის ჩუქურთმაც ნახევრად მორღვეულია გადმოგვყურებენ და გვახსენებენ რომ ისინი ერთ დროს ამაყად იდგნენ, თავის სიამაყეს არ კარგავენ და ასეთი მორღვეულები მაინც ალამაზებენ დედაქალაქს, მაინც ყველაზე ლამაზად გამოიყურებიან, იმაზე ლამაზად ვიდრე მთელი ქალაქის ახლად აშენებული შენობები ერთად.

გამოჩნდება თუ არა ქალაქის იერსახის შემანარჩუნებელი ვინმე და მწყალობელი – ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა ერთი მაგალითის შესახებ მინდა მოგითხროთ.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა

რეზო გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, იოანე შავთელის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარეობს. ის პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში. თეატრი 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. მხოლოდ სიტყვა „ააშენა“ საკმარისი არაა, როგორც იტყვიან – სული ჩაუდგა. შენობა ინდივიდუალური, საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. გაბრიაძის თეატრი მართლაც, რომ თბილისის ჯადოსნური ადგილია.

არსებობის 42 წლის განმავლობაში, თეატრმა თავისი სპექტაკლებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა – ავინიოში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

თეატრის ფასადზე ოქროს ასოებით დაწერილია რეზო გაბრიაძის დევიზი – „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა

თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს შექმნა. 6 ნოემბერს კი კოშკს, 13 წელი შეუსრულდა. ამ უჩვეულო შენობის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ საათში ერთხელ მოხატული კარიდან, ოქროს ფრთებიანი ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ კი, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, მშვენიერი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის” ნახვაა შესაძლებელი. ამ ზღაპრული სანახაობის სანახავად საათიან კოშკს, უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს. კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა ცნობილმა მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

კოშკის მარჯვნივ შესასვლელია თეატრალურ კაფეში – „გაბრიაძე“. ზაფხულის თვეებში კი კაფესთან მყუდრო ტერასა იხსნება.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა

თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება.

ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ქათული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში თლილი ქვითაა ნაშენი, ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა. მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, მან, ძირითადად, პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია შეინარჩუნა. თავდაპირველი თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა. ეკლესია თაღების საშუალებით ნავებად იყოფა. აფსიდა, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები, დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა. შენობის ძველი კედლები შიგნიდანაც და გარედანაც სუფთად თლილი მოყვითალო ტუფის დიდი კვადრებითაა ამოყვანილი. XVII საუკუნეში აღდგენილი კამარები, თაღები, ბურჯები, კედლების ნაწილები და კარნიზები აგურისაა.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

აღდგენის დროს თავდაპირველი სამი წყვილი ჯვრისებრი ბურჯი ორი წყვილი მრგვალი ბურჯით შეცვალეს. სამხრეთიდან ეკლესიას ჰქონდა თანადროული ეგვტერი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვროდა ორი პატარა მართხკუთხა სათავსი. ეგვტერიც და სათავსებიც დანგრეულია, ჩანს მხოლოდ მათი კედლების ძირი.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

ასე, რომ როგორც გაბრიაძის თეატრი ისე ანჩისხატის ტაძარი, ამ ქუჩას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. თავად იოანე შავთელის ქუჩა კი შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი გახლდათ. აქ, ახლანდელი შავთელიძის, ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩების გასწვრივ, ძველი თბილისის ძირითად ქუჩათა სისტემა მიემართებოდა. ამ ღერძის გაყოლებით იყო განლაგებული უმნიშვნელოვანესი სასულიერო, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ნაგებობები. XVII-XVIII საუკუნეებში ქუჩის მონაკვეთს, ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩიდან ანჩისხატის ეკლესიამდე, წყლის კარის ქუჩა ერქვა. ქუჩის ინტენსიური განაშენიანება როსტომ მეფის სასახლის აშენებით დაიწყო. აქ ძირითადად, ფეოდალური არისტოკრატიისა და უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

XIX საუკუნის 30-იან წლებიდან მთელ ქუჩას ანჩისხარის ქუჩა ეწოდა. სახელწოდებაა უკავშირდება აქ აღმართულ ანჩისხატის ეკლესიას. 1923 წელს კი იოანე შავთელის სახელი დაარქვეს. XIX საუკუნიდან იოანე შავთელის ქუჩაზე დაიწყო 2-3-სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ზოგი იატორიული შენობა აიღეს. დღეისათვის იოანე შავთელის ქუჩა გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად.

თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა
თეატრისთვის უჩვეულო შენობა

აქ დღემდე შემონახულია მრავალი საინტერესო შენობა, მათ შორის XIX საუკუნის I ნახევრის საცხოვრებელი სახლები, რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, ხოლო ეზოები გახსნილია სანაპიროსკენ. გაბრიაძის თეატრის წინ გაგანიერებული ქუჩის ნაწილი შემდეგ საგრძნობლად ვიწროვდება და ამ სახით აღწევს ერეკლე II-ის მოედნამდე. განსაკუთრრებით საინტერესოა ქუჩის მარცხენა, ბაზილიკის მოპორდაპირე მხარე, რომელზედაც გამოდის ჩახრუხაძის ქუჩის სახლების უკანაფასადები, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლიც – ქუჩისკენ გახსნილი ეზოთი და აივნების რიგით.