პარლამენტის შენობის მიმდებარედ ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
ცეცხლი ერთ-ერთი სასტუმროს შენობას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.