სახლი რომელიც ნგრევის პირასაა- რას წერენ ქეთევან წამებულის ქუჩის 57-ში მაცხოვრებლები
სოციალურ ქსელში ქეთევან წამებულის 57-ნომერში მდებარე სახლის ფოტოები გავრცელდა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ფოტოზევე ჩანს, რომ შენობა გადახრილია, კედლები კი გაბზარული, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის საცხოვრებელ კორპუსს წარმოადგენს, რომელშიც მოსახლეობას ყოველდღიურად სახლის ჩამონგრევის შიში აქვს.
ეს, მხოლოდ ერთი კონკრეტული საცხოვრებელი სახლის პრობლემა არ არის, ბუნებრივია ძველი თბილისის თითქმის ყველა სახლი ავარიულია, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ რეაბილიტაციასაც კი აღარ ექვემდებარება.
კიდევ ერთი წინაღობა, რაც ავარიული შენობების, რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული, ეს მათი სტატურია. შენობას რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატური აქვს მინიჭებული, რაბილიტაციისათვის დიდი პროცედურების გავლაა საჭირო, რათა მისი იერ-სახე არ შეიცვალოს. ვინაიდან ეს სიღრმისეული პრობლემაა და მისი მოგვარება მარტივად ვერ მოხდება, შესაბამისად მოსახლეობისთვის წლების მანძილზე არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ მათ ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ, საკუთარ სახლებში ცხოვრება.