როდის აღდგება ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის და რა ინტენსივობით შესრულდება ფრენები?

რუსულმა ტუროპერატორების ასოციაციამ საქართველოს მიმართულებით რეისების დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

მათი ცნობით, ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის მაისის ბოლოდან იმ შემთხვევაში აღდგება, თუ მხარეები მკაფიო პირობებს არ წააყენებენ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული ავიაგადამზიდები მზად არიან საქართველოსთან მიმოსვლა აღადგინონ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეცვალა განკარგულებაც იმის შესახებ, რომ მისმა მოქალაქეებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

რუსულმა Red Wings-მა საქართველოსთან ფრენების დაწყება ავიამიმოსვლის აღდგენისთანავე დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა, რაც 15 მაისიდან ამოქმედდება.