საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მიმართულებით ვაგონებს ამატებს, რადგან მგზავრების ნაკადს არსებული ვაგონები აღარ ჰყოფნის.
“გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.