თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისი შენდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისი, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე, 4 440 მ2 მიწის ფართობზე შენდება. არსებული პროექტის მიხედვით, აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყების, ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტის ღირებულება 17 850 000 ლარს შეადგენს