როგორი ჰაერია დედაქალაქში და რას უნდა ველოდოთ შემდეგი კვირის მანძილზე – რა განცხადებას ავრცელებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო

24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული - გვაფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

როგორი ჰაერია დედაქალაქში და რას უნდა ველოდოთ შემდეგი კვირის მანძილზე – რა განცხადებას ავრცელებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო

აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.