მისაკუთრებული მიწის ნაკვეთები და უკანონო მშენებლობები დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა – როგორ შეიძლება მიწის დაკანონება

ბოლო რამდენიმე წელია დედაქალაქში ისტერიული მშენებლობების ფონზე უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს. იმდენად ქაოტური გახდა ეს ყველაფერი, რომ თბილისის თითქმის ყველა უბანშია მერიის ნებართვის გარეშე აშენებული შენობები, თუმცა კიდევ უფრო მეტია ე.წ. მისაკუთრებული მიწის ნაკვეთები. როგორც ჩანს მიწის დაკანონება შესაძლებელია, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

მისაკუთრებული მიწის ნაკვეთები და უკანონო მშენებლობები დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა – როგორ შეიძლება მიწის დაკანონება

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ და მისი დაკანონების მექანიზმზე ადვოკატი მაჭავარიანი შემდეგ განმარტებას აკეთებს:

“თვითნებურად მიწების მითვისების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა საქართველოში.
ადამიანები ცდილობენ, გააფართოონ საკარმიდამო ტერიტორია. ან სახელმწიფო მიწაზე ააშენონ ნაგებობა, რათა დროთა განმავლობაში დაისაკუთრონ მითვისებული ტერიტორია.
შეიძლება მიწით ათწლეულები სარგებლობდეთ, მაგრამ ის თქვენ არ გეკუთვნოდეთ. 2007 წელს ძალაში შევიდა ჯ=კანონი, რომელშიც განისაზღვრა, თუ რა წესით უნდა მოხდეს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში ანუ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.

ყველაზე ნიშანდობრივია, რომ მიწის ნაკვეთით ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე უნდა სარგებლობდეთ, რათა მისი საკუთრებაში დარეგისტრირების საფუძველი გქონდეთ. ეს მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო. მთავარია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდეს და არ შედიოდეს იმ კატეგორიის მიწათა ნუსხაში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. მაგალითად, პირუტყვის გადასარეკი ტრასა, დაცული ტერიტორიები, ან რეკრეაციული დანიშნულების ტყე-პარკები. ზუსტი ჩამონათვალი კანონშია გაწერილი.
კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა ითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწად და ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი.

თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია შეუძლია მოითხოვს იმ პირმა, რომელმაც დაიკავა ეს მიწა, ასევე მის მემკვიდრეებს. რეგისტრაციაც შეიძლება როგორც დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სპორადულად, ასევე სახელმწიფოს მიერ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. თუ ფიზიკური პირი სპორადულად ითხოვს მიწის რეგისტრაციას, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს. მის დასარეგისტრირებლად ორი გზა არსებობს:

1. უნდა დამტკიცდეს, რომ ამ ტერიტორიაზე 2007 წლამდე განლაგებული იყო საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა. მითითებულ დროს შენობა უნდა ყოფილიყო აშენებული, მშენებარე ან დანგრეული.

2. მეორე საშუალება კი არის იმის დამტკიცება, რომ თქვენს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას 2007 წლამდე შემოიერთეთ მომიჯნავე მეზობელი მიწის ნაკვეთი და დღემდე არ სარგებლობთ მისით.

ორივე შემთხვევაში საკითხი განსახილველად გადაეცემა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი გირეგისტრირებთ თქვენს მიწას. სისტემური რეგისტრაციისას კი დოკუმენტებს საჯარო რეესტრი განიხილავს და იტოვებს უფლებას, რომ იმ შემთხვევაშიც დაურეგისტრიროს პირს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ მასზე ეს შენობა ნაგებობა განთავსებული არ არის, ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ,
მიწის რეგისტრაციისას შესაძლებელია, რომ მეზობელი მიწის მესაკუთრეებმა დაადასტურონ 2007 წლამდე მიწის ფლობის ფაქტი, და ეს საკმარისი იყოს მიწის რეგისტრაციისთვის.” – განმარტავს ვახტანგ მაჭავარიანი.

გამოადგება თუ არა ვინმეს ადვოკატის რჩევა ძნელი სათქმელია, თუმცა უნდა ითქვას რომ პრობლემა მასშტაბურია, განსაკუთრებით, თბილისში სადაც უამრავი ოჯახი თვითნებურად მისაკუთრებულ დაუკანონოდ აშენებულ შენობებში ცხოვრობ.