ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე-არ არის გამორიცხული, კარვების ქალაქი იხილოთ რესპუბლიკურის ეზოში
მედიკოსები ისტორიული შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ექიმებს სახელმწიფოსგან შეთავაზებულ კომპენსაციებზე თანხმობის გაცხადების უფლება 15 თებერვლამდე მოუწევთ.
“თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, შეიძლება მივმართოთ სააპელაციოს, ცოტა უფრო ზემოთ, სტრასბურგს, ყველა ინსტანციას გამოვიყენებთ და პარალელურად ჩვენი საპროტესტო აქცია გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, კარვების ქალაქი იხილოთ რესპუბლიკურის ეზოში“-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად აუცილებელია შენობის დემონტაჟი განხორცილდეს, რასაც მედიკოსები არ ეთანხმებიან.