რა მოხდა ვაზისუბანში და რა მდგომარეობაა ამ დროისთვის

ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში ძლიერი აფეთქების ხმა გუშინ საღამოს გაისმა, მაშინ როცა კორპუსის მაცხოვრებლების უმეტესობა სახლებში იმყოფებოდა.

რა მოხდა ვაზისუბანში და რა მდგომარეობაა ამ დროისთვის

მალევე ცეცხლი ჯერ ერთ საცხოვრებელს გაუჩნდა ხოლო შემდეგ ოთხ ბინას მოედო. მაშველები და სასწრაფოს თანამშრომლები ერთროულად ცდილობდნენ ცეცხლმოდებული ბინებიდან ხალხის გამოყვანას. სიტუაცია მძიმე იყო. კორპუსში იმ დროც მსირეწლოვანებიც იმყოფობოდნენ.

9-სართულიანი კორპუსის შემთხვევაზე, ბევრი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება თუმცა ყველაზე მყარ ვერსიად განიხილება ბუნებრივი აირით გამოწვეული აფეთქება, ვინაიდან გაზი გეგმიური სამუშაოების გამო რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო.

შემთხვევის შედეგად დღეს ერთი ასაკოვანი ქალბატონი, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. არიან დაშავებულები რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

მუნიციპალიტეტმა, განცხადება გააკეთა რომლის მიხედვითაც დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.