თბილისის ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავება კვლავ დიდ პრობლემად რჩება

ბოლო დროს არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედაქალაქის უბნებში, სადაც ქვის მშრალი წესით დამუშავება მიმდინარეობს. ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისში ბაზალეთის ქუჩაზეა გადაღებული.

თბილისის ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავება კვლავ დიდ პრობლემად რჩება

ბაზალეთის ქიჩა ერთადერთი არაა თბილისში სადაც, პირდაპირ ქუჩაში ხდება ქვის მშრალი წესით დამუშავება. მას შემდეგ რაც დედაქალაქში ისტერიული მშენებლობა დაიწყო, ეს ქმედებაც თითქოსდა ყოველდღიურობა გახდა. მოსახლეობა განსაკუთრებით წუხდა ძველი თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციის დროს რადგან, ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე ქვის მტვერში იყო გახვეული.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვის მშრალი წესით დამუშავება ადამინის ორგანიზმში განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს იწვევს.