“ოცნების ქალაქის” პროექტი რომელსაც ასობით უსახლკარო ოჯახი წლებია ელოდება – რა ეტაპზეა და როდის დასრულდება მასშტაბური პროექტის მშენებლობა

"ოცნების ქალაქი" დიდი ხანია ეკო მიგრანტებისა და უსახლკაროების თავშესაფრად იქცა, ასობით ადამიანი საკუთარი ჭერის მოლოდინში წლებია ცხოვრობს. ახლა კი პროექტის მიმდინარე მშენებლობას ყოველდღიურად საკუთარი თვალით ხედავენ.

“ოცნების ქალაქის” პროექტი რომელსაც ასობით უსახლკარო ოჯახი წლებია ელოდება – რა ეტაპზეა და როდის დასრულდება მასშტაბური პროექტის მშენებლობა

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო თვიდან ბინების ეტაპობრივი გადაცემა იგეგმება.

„582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს, წელსვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.