ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი, ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, ნადგურდება.

კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ. ეს არის ადამიანის არსებობის, მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც თაობიდან თაობაზე გადაეცემა.

ასეთია ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ “კუკუშკა”, რომელიც პანდემიის მიზეზით გააჩერეს და 4 წელია საკუთარ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა. „კუკუშკა“ ემსახურებოდა სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წელს დამთავრდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია და პატარა ორთქლმავალი „შკოდას“ ჩს-11 სერიის ელმავალმა ჩაანაცვლა.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად საფრანგეთში შეუკვეთა. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში, 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

2016 წელს, ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. თითოეული ვაგონი 32-ადგილიანი იყო და შესაბამისად, გარემონტებული ვაგონებით უსაფრთხო გადაადგილება ერთდროულად 128 მგზავრს შეეძლო. ეს დღე ბორჯომ-ბაკურიანისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში
ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

„დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის” – აცხადებდა 2016 წლის 25 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი.

“ეიფელის ხიდს” კი 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს – ე.წ. “კუკუშკასაც”.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

რა ხდება დღეს?

პანდემიის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე მატარებელი აღარ დადის. ამ გზას, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც, ყველასთვის ცნობილ “კუკუშკასთან”, ეიფელის ხიდსა და სადგურებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს. თუმცა გაჩერებიდან მე-4-ე წელსაც, მის აღდგენას არავინ ჩქარობს. ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ბორჯომის დეპოში გდას და მორიგი მგზავრის მოლოდინშია.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

პანდემიამდე “კუკუშკა” ბორჯომიდან ბაკურიანისკენ დღეში ორჯერ, 07:15 საათსა და 10:55 საათზე გადიოდა. ბაკურიანიდან ბორჯომში უკან კი დილით 10:00-ზე და შუადღის 14:15-ზე ბრუნდებოდა. ამ გზას მატარებელი 2 საათს ანდომებდა, მგზავრობა 2 ლარი ღირდა.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

სარკინიგზო ხაზზე ახლა მხოლოდ ერთი ვაგონი მოძრაობს. ყოველდღე დილის 9-ის ნახევარზე, ის ლიანდაგის შესამოწმებლად ბაკურიანში ადის და უკან ბორჯომში, დეპოში ბრუნდება, შემცირდა თამნამშრომლების რაოდენობაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო აღარაა, სამგზავრო ვაგონებს და ელმავალს, ექსპლუატაციის ვადა პანდემიის დასრულებამდე გაუვიდა. დაძველდა და სარემონტოა ინფრასტრუქტურა. შესაკეთებელია ლიანდაგები, სადგური, კომუნიკაცია და მატარებლის ვაგონები. რეაბილიტაციის ხარჯები 90 მილიონზე მეტს ითვლის, რაზეც საქართველოს რკინიგზის კომპანიაში უსახსრობის გამო, უარს აცხადებენ.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში
ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

თუმცა მოსახლეობას ბორჯობ-ბაკურიანის სიმბოლო არ ავიწყდება. სოციალურ ქსელებში მოწოდება გამოჩნდა:

“გავაკეთოთ კიდევ ერთი სასიკეთო საქმე… მოვაწეროთ ამ პეტეციას ხელი და დავიბრუნოთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი “კუკუშკა””.

ახალმა თაობამ „კუკუშკის“ დასაბრუნებლად ხმა აღიმაღლა. პეტიციის ინიციატორი 14 წლის ქართველი მოსწავლე, დათი ბურჭულაძე აღმოჩნდა. ონლაინ პეტიცია კი ცნობილი “კუკუშკა ” მატარებლის ბორჯომი-ბაკურიანის უძველესი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის დასაბრუნებლად შეიქმნა.

ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში
ისტორიული “კუკუშკა” მგზავრების მოლოდინში

15 იანვარს manifest.ge-ს პლატფორმაზე პეტიცია სათაურით „მოვითხოვთ კუკუშკას აღდგენას“ გამოჩნდა. 12 ათასი ხელმოწერის შემდეგ საჩივარი ავტომატურად ეგზავნება ადრესატს. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ის უკვე მზად არის.

დაველოდოთ შედეგს!