რუსთავში პირველი ლიტერატურული კაფე „კოგიტო“ გაიხსნა – რა ფუნქცია ექნება და რას შეცვლის ქალაქისთვს ახალი გარემო
„კოგიტო“ ასე ქვია რუსთავში, პირველ ლიტერატურუულ კაფეს რომელიც ქალაქ რუსთავში გაიხსნა. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, დაწესებულების მიზანია, ქალაქში პატარა სარეპუტაციო წერტილად და კულტურული მიზიდულობის ცენტრად იქცეს.
ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, საინტერესო წიგნებს გაეცნონ, საყვარელ მწერლებს შეხვდნენ, ფილმის ჩვენებებს დაესწრონ და თან გემრიელი კერძები დააგემოვნონ. „კოგიტო“ პირადი ინვესტიციით შეიქმნა, საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საწყისი კაპიტალი 50 000 ლარამდეა.
ლიტერატურული კაფის პირველი სტუმარი მწერალი, ტარიელ ხარხელაური იყო.