ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად

ძველ თბილისში, სოლოლაკში, ერთ-ერთ ისტორიულ სახლში, თანამედროვე საცხოვრებელი შექმნეს, ინტერიერის დიზაინერი თამთა კალანდიაა. სახლი, რომელზეც გიამბობთ, 1885-1888 წლებში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. ამავე წლებში შენობის პირველ სართულზე კი "ივერიის" რედაქცია იყო განთავსებული.

ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად

სტატიას საცხოვრებლის შესახებ homies.ge აქვეყნებს. როგორც ავტორი გვიყვება შენობის სიძველიდან გამომდინარე მასზე მუშაობა რთული იყო. საცხოვრებელი ორი ბინისაგან შედგება.

ობიექტის სრული ფართი 155 კვ.მ-ია. ბინაში განთავსებულია სამი საძინებელი ოთახი, ორი აბაზანა, მისაღები, სამზარეულო, დიდი ვერანდა და ისტორიული აივანი, რომელსაც ულამაზესი ძველი დაგრეხილი სვეტები ამშვენებს და მის პირვანდელ იერსახეს უსვამს ხაზს.

ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახლის ისტორიული დანიშნულებისა, ბინაში არ იყო შემორჩენილი ძველებური ჭერი, კედლები თუ იატაკი, ამიტომ სივრცეში მთავარი აქცენტი ავეჯზე, ჭაღებზე, ტექსტილსა და აქსესუარებზე გაკეთდა. პროექტში ძირითადად გამოყენებულია კრემისფერი, ღია ხაკისფერი ტონალობები, ზოლებიანი ტექსტილი, ფერადი აქცენტები, ბუნებრივი გამწვანება და რაც მთავარია, ქართველი მხატვრების — ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, მერაბ აბრამიშვილის, დავით კაკაბაძის, ირაკლი ფარჯიანისა და პეტრე ოცხელის ნამუშევრები.

ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სახლი  სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა – როგორ გარდასახეს ძველი სახლი თანამედროვე საცხოვრებლად

მისაღები ოთახის ღია კრემისფერ კედლებს ჰარმონიულად ეხამება ღია ხისფერი პარკეტი, რომელიც ფერადი ხალიჩებით არის მორთული და სახლს სიმყუდროვეს სძენს. მოსასვენებელ კუთხეში თეთრი კომფორტული ტახტი და პატარა მრგვალი მაგიდა დგას, რომელიც ხის ელემენტებით არის გაფორმებული.

საერთო ჯამში დამკვეთის ჩანაფიქრი, რომ სახლს ძველი იერ-სახე შეენარჩუნებინა გამართლდა, ისტორიული სახლი თანამედროვე საცხოვრებლად იდეალურად გადაკეთდა.