წვიმიანი თბილისი და ფეხბურთისთვის გადაკეტილი რესპუბლიკის მოედანი, რა ხდება ამ წუთებში ადგილიდან სადაც მატჩისთვის დიდი ეკრანი დამონტაჟდა
ამ წუთებში, თბილისში, მნიშვნელოვანი მატჩი საქართველო-ლუქსემბურგის თამაში ფეხბურთში პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე გადაიცემა.
წვიმის მიუხედავად, რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალურად გადაკეტეს და თამაშის საყურებლად დიდი ეკრანი განათავსეს, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. დედაქალაქის მერიამ სივრცე მათთვის მოაწყო ვინც თამაშზე დასასწრები ბილეთის შეძენა ვერ მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს სასარგრბლოდ ანგარიში 1-0-ია.