Park Home საბურთალო – „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო

Park Home საბურთალოს მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

Park Home საბურთალო – „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო
Park Home საბურთალო – „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო
Park Home საბურთალო – „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო
Park Home საბურთალო – „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო

კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო სივრცით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო და მოსასვენებელი ადგილებით ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით.

„ჩვენი ახალი პროექტი გამოირჩევა ქალაქის ლამაზი ხედებით, 6 000 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს სპორტულ მოედანს, 2 აუზს, ფიტნეს დარბაზს, და, რაც მთავარია, კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს. მომხმარებლებს ჩვენს კომპლექსში დასვენების, ან სულაც პირიქით – დღის აქტიურად გატარების შესაძლებლობა ექნებათ. Park Home საბურთალო – ეს არის თბილისის ცენტრში მშვიდი, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. Park Home საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელსაყრელი ადგილმდებარეობაა. ის მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრში, ნუცუბიძის ქუჩიდან კი 90 მეტრში მდებარეობს. მნიშვნელოვანია რომ პროექტში ასევე განთავსდება 2 000 კვ.მ.-მდე კომერციული და 4 000 კვ.მ.-მდე საოფისე ფართი”, – განმარტავს „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, ქეთი ადეიშვილი.